10-მატჩიანი უმოქმედობის შემდეგ, ფლორიან ვირცმა აინტრახტთან (5:1) მოგებულ მატჩში ბოლო ორ გოლზე ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
გერმანელმა ჯერ კოდი გაკპოს გაატანინა, შემდეგ კი სობოსლაის დაუგორა შორეული დარტყმის წინ.
„პირდაპირ მატჩის შემდეგ ინტერვიუ არასდროს ჩამიწერია. 0:1 ვაგებდით, მაგრამ თამაშის ბედის შემოტრიალება შევძელით.
პირველ ტაიმში საკუთარ თავს სწორი ზონების პოვნაში ხელს მე თვითონ ვუშლიდი. გარდა ამისა, გაშვებული გოლის წინ, მე დავკარგე ბურთი. თუმცა, საერთო ჯამში ყველაფერი ნორმალურად იყო.
მეორე ნახევარში შევეცადე უფრო უკეთ მომეძებნა სწორი ზონები. მესმის, რომ ბევრად მეტი შემიძლია. თუმცა მგონია, რომ მეორე ტაიმი მართლა კარგი გამომივიდა, მეც და მთელ გუნდსაც.
ამიტომ კმაყოფილი ვარ მოგებით და იმით, რომ როგორც იქნა, გოლში შევძელი მონაწილეობის მიღება." - აღნიშნა ვირცმა.