პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ტოტენჰემი სტუმრად ჩელსისთან დამარცხდა (1:2) და პრემიერ ლიგაში დარჩენის განაღდება ვერ მოახერხა.
სტემფორდ ბრიჯზე გამართული მატჩი ჩელსიმ ენცო ფერნანდესის და ანდრეი სანტოსის გოლებით მოიგო, ტოტენჰემის რიგებში თავის გამოჩენა რიჩარლისონმა მოახერხა, თუმცა ეს დეზებისთვის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბოლო ტურის წინ ჩელსიმ 52 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მე-8 ადგილზე იმყოფება, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომტანია, თუმცა გუნდს ევროპა ლიგაზეც შეუძლია მოხვედრა, თუ ბოლო ტურში ბრაიტონი მანჩესტერთან ქულებს დაკარგავს, თავად ლურჯები კი სტუმრად სანდერლენდს დაამარცხებენ.
რაც შეეხება ტოტენჰემს, გუნდი 38 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში მყოფ ვესტ ჰემს ორი ქულით უსწრებს. ბოლო ტურში დე ძერბის გუნდს გადასარჩენად მინიმუმ ფრე, ან ვესტ ჰემის ქულების დაკარგვა სჭირდება.
38-ე ტურში ტოტენჰემი შინ ევერტონს დაუპირისპირდება, ვესტ ჰემი კი, რომელსაც მხოლოდ გამარჯვებისა და პარალელურად ტოტენჰემის მარცხის იმედი უნდა ჰქონდეს, ასევე საკუთარ კედლებში ლიდსს მიიღებს.