არსენალმა პრემიერ ლიგა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო.
მიკელ არტეტას გუნდმა ტიტული მას შემდეგ გაინაღდა, რაც მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ბორნმუთის დამარცხება ვერ შეძლო (1:1).
22-წლიანი ლოდინი დასრულებულია - არსენალი პრემიერ ლიგის გამარჯვებულია!
ეს ლონდონური კლუბის მე-14 საჩემპიონო ტიტულია. მანამდე გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი შემდეგ სეზონებში მოიგო: 1930/31, 1932/33, 1933/34, 1934/35, 1937/38, 1947/48, 1952/53, 1970/71, 1988/89, 1990/91, 1997/98, 2001/02 და 2003/04.
ეროვნულ პირველობაზე მოპოვებული გამარჯვებებით არსენალს მხოლოდ ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი უსწრებენ, რომელთა აქტივშიც 20-20 ტიტულია.
შედარებით, მანჩესტერ სიტის პრემიერ ლიგა 10-ჯერ აქვს მოგებული, ჩელსის კი - ექვსჯერ.