მანჩესტერ სიტის მიერ ბორნმუთთან ქულების დაკარგვამ არსენალი პრემიერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახადა ჩემპიონი. ამ ფაქტმა კი როგორც ჩრდილოეთ ლონდონის ქუჩებში, ისე გუნდის საწვრთნელ ბაზაზე წვეულება გამოიწვია.
სანამ ასობით არსენალის ფანი ემირეიტსის სტადიონთან შეიკრიბა საზეიმოდ, არსენალის ფეხბურთელები და სტაფი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე, ლონდონ კოლნიში შეიკრიბნენ და ტიტულის მოპოვება ერთად აღნიშნეს.
გუნდის ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა, რომელიც მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარი კანდიდატია, ინსტაგრამზე საზეიმო ფოტო გამოაქვეყნა თანაგუნდელებთან ერთად. ფოტოს სიმბოლური წარწერა გაუკეთა: „ყველას გეუბნებოდით... საქმე გაკეთებულია“.

ეს წარწერა მიანიშნებს გასულ თვეში გავრცელებულ ვირუსულ ვიდეოზე, სადაც მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ რაისი კამერებს ეუბნებოდა "ჯერ ყველაფერი არ დასრულებულაო."
მეთოფეებისთვის სეზონი ამით არ სრულდება - მათ შანსი აქვთ შეასრულონ ისტორიული დუბლი, რადგან მიმდინარე თვის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდებიან.