• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
არსენალისა და ლივერპულის იმედგაცრუება - კვარა პარიზში დარჩება
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალისა და ლივერპულის იმედგაცრუება - კვარა პარიზში დარჩება

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პსჟ-ს უახლოეს დღეებში ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერის შანსი აქვს თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალს დაამარცხებს.


მთელი გუნდი ამ ისტორიულ მიზანზეა ფოკუსირებული, თუმცა პარალელურად უკვე აქტიურად საუბრობენ სატრანსფერო გეგმებზეც. პარიზულ კლუბს შემადგენლობის რადიკალურად შეცვლა არ სურს, მათი მიზანი ლუის ენრიკეს პროექტში ჩართული წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებაა.

ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს განცხადებით, არსენალისა და ლივერპულის ინტერესის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრედლი ბარკოლას მიერ კლუბის დატოვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. დი მარციომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარიზელ გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ქართველი ვარსკვლავი გუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს:

არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე შანსი იმისა, რომ კვარაცხელიამ პსჟ დატოვოს. ის გუნდში წელიწად-ნახევრის წინ მოვიდა, აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, თამაშობს უდიდეს კლუბში და იმყოფება ბრწყინვალე დინამიკაში. ამ ეტაპზე მისი წასვლის არანაირ შესაძლებლობას არ ვხედავ.


იგივე ვითარებაა ბრედლი ბარკოლასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიასა და დეზირე დუეს მხრიდან არსებული დიდი კონკურენციის გამო ფრანგს სათამაშო დრო ხშირად არ ეთმობა, ლუის ენრიკე მას ძალიან აფასებს და კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს.


პსჟ ცვლილებებს სხვა პოზიციებზე გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი სერიოზულად ინტერესდება პორტუს მეკარით, დიეგო კოშტათი, რომლის გამოსასყიდი თანხა 66 მილიონ დოლარს შეადგენს, რამაც შესაძლოა მატვეი საფონოვის ძირითადის მეკარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. გარდა ამისა, ლუის ენრიკეს თავდასხმის ხაზის გაძლიერება ხულიან ალვარესის ტრანსფერით სურს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
ლივერპული
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მე-14 ტიტული! რომელ ადგილზეა არსენალი საერთო ჩათვლაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მე-14 ტიტული! რომელ ადგილზეა არსენალი საერთო ჩათვლაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლამ არტეტას ჩემპიონობა მიულოცა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლამ არტეტას ჩემპიონობა მიულოცა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაისი: "ყველას გეუბნებოდით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაისი: "ყველას გეუბნებოდით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფეხბურთელების ემოციური რეაქცია პრემიერ ლიგის მოგებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფეხბურთელების ემოციური რეაქცია პრემიერ ლიგის მოგებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

მე-14 ტიტული! რომელ ადგილზეა არსენალი საერთო ჩათვლაში?

News image

2 სთ წინ

გვარდიოლამ არტეტას ჩემპიონობა მიულოცა

News image

2 სთ წინ

რაისი: "ყველას გეუბნებოდით"

News image

2 სთ წინ

VIDEO: ფეხბურთელების ემოციური რეაქცია პრემიერ ლიგის მოგებაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება