2003/04 სეზონის შემდეგ პირველად, ლონდონის არსენალი ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული პირველად გახდა.
37-ე ტურის მატჩში მან სიტიმ სტუმრად ბორნმუთის დამარცხება ვერ შეძლო (1:1), რითაც არსენალს 4 ქულით ჩამორჩა და ჩრდილოეთ ლონდონური გუნდი მათთვის ოფიციალურად მიუღწეველი გახდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიკელ არტეტამ არსენალის სათავეში პირველი დიდი ტიტული მოიგო და არსენალი 22 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მე-14-ედ გააჩემპიონა.
უკანასკნელი ჩემპიონობა გუნდს 2003/04 სეზონში ჰქონდა მოპოვებული, როცა ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც თასის აწევა წაუგებლად (26 მოგება, 12 ფრე) მოახერხა.
თავის მხრივ, ბორნმუთმა 56 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებს, მე-5 ადგილოსან ლივერპულს გუნდი ბოლო ტურის წინ 3 ქულით ჩამორჩება.