მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრაბზონსპორის მთავარი მწვრთნელი, ფათიჰ თექე ახალი სეზონისთვის ლევანტეს ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს აკვირდება.
47 წლის სპეციალისტმა უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება და სკაუტების გუნდთან ერთად სანაკრებო პაუზის დროს რამდენიმე მოთამაშეს დააკვირდა, მათ შორის იყო ქოჩორაშვილიც.
ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 25 წლის ქართველის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
გიორგის ლევანტესთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 4 მილიონი ევროა.
პორტუგალიურ პრესაში გავრცებული ცნობებით, ქართველის გადაბირებით ლისაბონის სპორტინგიც ინტერესდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები