ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალ ჰილალი და მილანი ტეო ერნანდესის ტრანსფერთან დაკავშრებით გარიგებას ხურავენ.
კლუბებს შორის მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია, პარალელურად კი არაბულმა კლუბმა მოთამაშისგან მწვანე შუქი მიიღო.
ალ ჰილალი მილანს 27 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ტეო კი სეზონში 20 მილიონს მიიღებს.
თუ ტრანსფერის ოფიციალურად დახურვა მოესწრო, ტეომ შესაძლოა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც ითამაშოს, თუ ალ ჰილალი ჯგუფიდან გავა.
ფრანგი მილანს 2019 წელს მადრიდის რეალიდან შეუერთდა. მან როსონერისთან ერთად სერია ა და სუპერკოპა იტალიანა მოიგო.