ლა ლიგის 38-ე ტურში გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა.
შეხვედრა სტადიონ ბენიტო ვილიამარინზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
მე-40 წუთზე ანტონიმ ანგარიში ბრწყინვალე გოლით გახსნა, თუმცა 75-ზე რაფა მირმა ვალენსია მარცხისგან იხსნა, მამარდაშვილი კი - გუნდიდან წაგებით წასვლისგან.
90 წუთში მამარდამ 3 სეივი შეასრულა და გამოცემა SofaScore-სგან 7.0 შეფასება მიიღო.
ასე დასრულდა ქართველი მეკარის დიდებული თავგადასავალი ლა ლიგაში - შემდეგ ოფიციალურ თამაშს საკლუბო დონეზე მამარდა უკვე ლივერპულის მაისურით ჩაატარებს.
მამარდაშვილი: "მადლობა ყველას, ვინც იდგა ჩემს გვერდით ამ რთულ გზაზე"