• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი - სალკილდის განაცხადი
UFCUFC

წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი - სალკილდის განაცხადი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ქუილან სალკილდმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა.


მან მატეუშ გამროტზე სრული დომინაცია დაამყარა და UFC-ში თავის პირველ მთავარ ბრძოლაში მეტოქე პირველივე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა.


სალკილდმა (13-1) ლას-ვეგასში, Meta Apex-ში გამართულ UFC Fight Night-ზე გამროტს პირველი რაუნდის 4:25 წუთზე უკნიდან მახრჩობელა ილეთით (rear-naked choke) დანებება აიძულა.


კარიერის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ გამოსვლაში მსუბუქი წონის 26 წლის მებრძოლი ბრძოლას პირველივე წამებიდან აკონტროლებდა და ზედიზედ მე-4 შეხვედრა პირველ რაუნდში დაასრულა.


ახლახან დავამტკიცე, რომ ნამდვილად უმაღლესი დონის მებრძოლი ვარ. მე უბრალოდ ასე ვიბრძვი. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ხარ, პირდაპირ შენზე წამოვალ.


უკან დახევას არ ვაპირებ და არც იმის საშუალებას მოგცემ, რომ თავისუფლად დამარტყა ან ჭიდაობა მომახვიო თავს. ჩემს არსენალში არსებულ ყველა იარაღს გამოვიყენებ და დაგასრულებ“, - განაცხადა სალკილდმა.



ავსტრალიის ქალაქ პერტში მცხოვრები და მოვარჯიშე სალკილდისთვის ბრძოლების ნაადრევად დასრულება უკვე ჩვეულებად იქცა, თუმცა გამროტთან დაპირისპირება მისთვის განსხვავებული ტიპის გამოცდა უნდა ყოფილიყო.


35 წლის გამროტი სპორტის გამოცდილი ვეტერანია და UFC Fight Night-ს მსუბუქი წონის რეიტინგის მე-8 ნომრის სტატუსით შეხვდა. UFC-ში მანამდე ის მხოლოდ ერთხელ ჰყავდათ დაფინიშებული, ეს ყოფილმა ჩემპიონმა ჩარლზ ოლივეირამ მოახერხა.


მიუხედავად გამროტის გამოცდილებისა და მიღწევებისა, სალკილდმა მას სრული დომინაცია მოუწყო. დგომში ის დარტყმებს კარგად ანაცვლებდა, ეფექტურად იყენებდა დაბალ კიკებსა და ჯებებს.


პირველივე წუთებში მან გამროტს ზურგი აუღო, ხოლო პარტერში მეტოქის ფეხზე მტკივნეული ილეთის მცდელობას მშვიდად დააღწია თავი.


ბრძოლის დასასრული მას შემდეგ დადგა, რაც სალკილდმა გამროტი მოულოდნელი დონეების შეცვლით გააკვირვა და ოქტაგონის ცენტრში პარტერში გადაიყვანა.


ამ მარცხის შემდეგ გამროტის UFC-ის რეკორდი 9 მოგება და 5 მარცხი გახდა. სალკილდი კი 155-ფუნტიანი დივიზიონის მწვერვალისკენ საოცარი სისწრაფით მიიწევს.


2024 წლის სექტემბერში „Contender Series“-ის მეშვეობით UFC-ის კონტრაქტის მოპოვების შემდეგ მას ზედიზედ 6 ბრძოლა აქვს მოგებული და მისი შედეგი 6-0-ია.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

06 აგვ, 2026

ვის წინააღმდეგ ემზადება UFC-ის ჩემპიონი?

News image

07 აგვ, 2026

როგორ ჩაიარა მაკგრეგორის ოპერაციამ? - მებრძოლის განცხადება

News image

07 აგვ, 2026

კორმიე ცარუკიანს უცნაური მიზეზის გამო აქებს

News image

07 აგვ, 2026

კოშმარი მახაჩევისთვის - რატომ უწოდებენ ამოსოვს ჩემპიონისთვის მთავარ საფრთხეს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ვის წინააღმდეგ ემზადება UFC-ის ჩემპიონი?

•UFC

UFC

ვის წინააღმდეგ ემზადება UFC-ის ჩემპიონი?
•UFC

UFC

როგორ ჩაიარა მაკგრეგორის ოპერაციამ? - მებრძოლის განცხადება

•UFC

UFC

როგორ ჩაიარა მაკგრეგორის ოპერაციამ? - მებრძოლის განცხადება
•UFC

UFC

კორმიე ცარუკიანს უცნაური მიზეზის გამო აქებს

•UFC

UFC

კორმიე ცარუკიანს უცნაური მიზეზის გამო აქებს
•UFC

UFC

კოშმარი მახაჩევისთვის - რატომ უწოდებენ ამოსოვს ჩემპიონისთვის მთავარ საფრთხეს?

•UFC

UFC

კოშმარი მახაჩევისთვის - რატომ უწოდებენ ამოსოვს ჩემპიონისთვის მთავარ საფრთხეს?
•UFC

UFC