ხორხე მასვიდალმა ისლამ მახაჩევი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ქვესაშუალო წონის დივიზიონში არის მებრძოლი, რომელიც მოქმედ ჩემპიონს დიდ პრობლემებს შეუქმნის.
მახაჩევი ტიტულის პირველ დაცვას 15 აგვისტოს, UFC 330-ზე, იენ მაჩადო გერის წინააღმდეგ გეგმავს, თუმცა ყოფილი ორგზის სატიტულო პრეტენდენტი მიიჩნევს, რომ რეიტინგის მე-14 ნომერი იაროსლავ ამოსოვი მახაჩევისთვის კოშმარი იქნება.
მასვიდალის თქმით, უკრაინელი მებრძოლი ფიზიკურად უფრო დიდი, ძლიერი და ტექნიკურია:
ის ყველასთვის ცუდი ჩხუბია. იაროსლავი ისეთი კარგია, მახაჩევისთვისაც კოშმარია. იგი უფრო დიდი, მაღალი და, ვფიქრობ, ალბათ უფრო ძლიერიცაა თავისი ჭიდაობით.
მასვიდალმა ასევე ხაზი გაუსვა ამოსოვის გრეპლინგისა და სამბოს უნარებს:
ის ასევე, ვფიქრობ, სამბოში ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, რაღაც ამგვარი. ასე რომ, ის თავს გაართმევს ფეხის კვეთებს, ახლო მანძილზე ბრძოლას, რასაც მახაჩევს აკეთებს. იაროსლავი ალბათ შეძლებს მასთან მოგებას.