უეფამ ნოემბრის სანაკრებო მატჩებზე მომუშავე არბიტრთა ვინაობა დაადასტურა.
უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ საქართველოსა და უნგრეთის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ჩეხი მსაჯი, ონდრჟეი ბერკა განსჯის.
საინტერესოა, რომ თამაშის დღეს ბერკას ზუსტად 39 წელი უსრულდება. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს ერთი სტატისტიკური დეტალიც, ჩეხ არბიტრს აქამდე არც საქართველოს და არც უნგრეთის (როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო) მატჩებზე არასდროს უმუშავია. ცნობისთვის, ის საკუთარი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში 2016 წლიდან მოღვაწეობს, ფიფას საერთაშორისო კატეგორია კი 2021 წელს მიიღო.
მიხეილ მესხზე ბერკას ასისტენტები მისივე თანამემამულეები, კამილ ჰაიეკი და მატეი ვლჩეკი იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ონდრჟეი პეხანეცი შეასრულებს. რაც შეეხება VAR-ის ოთახს, იქ მთავარი პასუხისმგებლობა გერმანელ საშა შტეგემანს დაეკისრება, რომელსაც ჩეხი მიროსლავ ზელინკა დაეხმარება.
ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფის მე-5 ტურის ჯახი შაბათს, 14 ნოემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.