კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების ერთგულმა ქომაგმა, მიშელ ნკუკა მბოლადინგამ, მსოფლიო ჩემპიონატზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
ის ცნობილია როგორც „ცოცხალი ქანდაკება“ – მატჩის 90 წუთის განმავლობაში, ზოგჯერ კი დამატებითი დროის ჩათვლითაც, მიშელი სრულიად უძრავად დგას ერთი ხელით მაღლა აწეული. ამ უჩვეულო ქცევას, რომელსაც ის პატრიოტულ მისიას უწოდებს, ღრმა პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
მიშელის ეს პოზა კონგოს პირველი დემოკრატიული მთავრობის ხელმძღვანელს, პატრის ლუმუმბას ეძღვნება, რომელიც აფრიკული ნაციონალიზმისა და კოლონიალიზმისგან განთავისუფლების სიმბოლოდ ითვლება. მბოლადინგა ამით პატივს მიაგებს ლუმუმბას ხსოვნას და იმ იდეალებს, რომელთათვისაც პოლიტიკოსი იბრძოდა.
49 წლის ქომაგმა ეს საქმიანობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და მას შემდეგ არცერთ მნიშვნელოვან მატჩს არ ტოვებს, თუმცა წელს მისი ჩამოსვლა კინაღამ ჩაიშალა ქვეყანაში არსებული ებოლას ვირუსის აფეთქებისას დაწესებული კარანტინის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ იხილა იოანე ვისას მიერ გატანილი ისტორიული გოლი, მიშელმა მაინც მოახერხა სტადიონზე დაბრუნება და თავისი სიმბოლური პოზით მთელი მსოფლიოს აღფრთოვანება გამოიწვია.