ეკო გორგოძე, ესპანელ ირენე ბურილოსთან ერთად, რიო დე ჟანეიროს ჩელენჯერის წყვილთა ტურნირის ფინალში დამარცხდა.
ქართულ-ესპანურმა დუეტმა ლეირე რომეროსა და ტარა უერტის წყვილთან ორ სეტში - 4:6; 1:6 წააგო და ტიტულის გარეშე დარჩა.
შეგახსნებთ, გორგოძემ ამავე ტურნირის ერთეულთა თანრიგში 1/2 ფინალამდე გააღწია და იქ ფრანგ ალის რამესთან დამარცხდა.
ქართველი ჩოგბურთელი ბრაზილიაში რჩება და ორშაბათიდან ფლორიანოპოლისის ჩელენჯერში ჩაებმება - მონაწილეობას მიიღებს როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში (კვლავ ბურილოსთან ერთად).