არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კანზასში ემზადება, საიდანაც საინტერესო კულუარული დეტალები ვრცელდება.
ლიონელ მესიმ კატარის მუნდიალის ტრადიცია გააგრძელა და სასტუმროს ნომერში მარტო დასახლდა. მას შემდეგ, რაც სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა, კაპიტანი ნაკრებში სხვასთან ერთად ოთახს აღარ იყოფს.
დე პაულის ახალი მეზობელი და გუნდის ცენტრი
მესისგან განსხვავებით, ნაკრების სხვა ლიდერები წყვილებში არიან. როდრიგო დე პაული, რომელიც კაპიტნის უახლოეს მეგობრად ითვლება, ამჯერად ვეტერან მცველთან, ნიკოლას ოტამენდისთან ერთად დაბინავდა. მიუხედავად განცალკევებისა, მესის ოთახი ნაკრების მთავარი თავშეყრის ადგილია, სადაც ფეხბურთელები კარტს თამაშობენ და ერთად ისვენებენ.
ნომერი 202: ფანების ახალი ცრურწმენა
ფანების განსაკუთრებული ყურადღება კაპიტნის ოთახის ნომერმა მიიპყრო. კატარში მესი 201 ნომერში ცხოვრობდა, რაც გულშემატკივრებმა სიმბოლურად მესამე ვარსკვლავის მოგებას (2+1) დაუკავშირეს. კანზასში მას 202 ნომერი შეხვდა. სოციალურ ქსელებში უკვე დაიწყო თეორიები, რომ ეს ციფრი (2+2) არგენტინის ნაკრების მეოთხე საჩემპიონო ტიტულზე მიანიშნებს.