• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
2026 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

2026 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის ჩრდილოეთ ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება და ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა საბოლოო განაცხადები უკვე დაასახელეს.


გამოცემა Evening Standard-მა შეაჯამა ის ყველაზე ხმაურიანი და მოულოდნელი გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი მუნდიალის მიღმა დარჩა. საინტერესოა, რომ ეს ფეხბურთელები ტურნირს არა ტრავმების ან ნაკრებების ვერკვალიფიკაციის, არამედ წმინდა ტაქტიკური თუ მწვრთნელების პირადი არჩევანის გამო გამოტოვებენ.

ყველაზე დიდი სენსაცია ინგლისის ნაკრების ბანაკში დაფიქსირდა, სადაც თომას ტუხელმა რამდენიმე რადიკალური ნაბიჯი გადადგა. მან განაცხადიდან ამოიღო ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან ფილ ფოდენი, კოულ პალმერი და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი.


ტუხელის თქმით, ფოდენი მანჩესტერ სიტიში არასტაბილური სეზონისა და ტაქტიკური ბალანსის ძიების მსხვერპლი გახდა, პალმერის ჩელსისეული ფორმა არასაკმარისი აღმოჩნდა, ხოლო მადრიდის რეალის ვარსკვლავ ალექსანდრ-არნოლდს გერმანელმა სპეციალისტმა რის ჯეიმსი და ტინო ლივრამენტო ამჯობინა. გარდა ამისა, ტუხელმა განაცხადს მიღმა დატოვა ჰარი მაგუაირი, ადამ ვორტონი და ნოტინგემ ფორესტის ლიდერი მორგან გიბს-უაითი, რაც ინგლისელ გულშემატკივრებში დიდი განხილვის საგნად იქცა.

არანაკლებ მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღეს სამხრეთ ამერიკულ გრანდებშიც. ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ გუნდში ნეიმარი დააბრუნა, რასაც ბრაიტონის ფორვარდის, ჟოაო პედროს განაცხადიდან ამოღება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ანჩელოტიმ აღიარა, რომ პედრო ევროპაში ფანტასტიკური სეზონის გამო ადგილს იმსახურებდა. ბრაზილიელთა მიღმა დარჩა 41 წლის ვეტერანი ტიაგო სილვაც, რომელიც 55-კაციან გაფართოებულ სიაში კი იყო, მაგრამ საბოლოო შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა. არგენტინის ნაკრებმა კი უარი თქვა ანხელ დი მარიაზე, რითაც მას მეხუთე მუნდიალზე თამაშის შანსი მოესპო, ასევე მარკოს სენესისა და ახალგაზრდა ფრანკო მასტანტუონოზე.

სხვა ევროპულ გუნდებშიც სერიოზული საკადრო წმენდა ჩატარდა. პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ნახევარდაცვაში არსებული უდიდესი კონკურენციის გამო ტოტენჰემის ჟოაო პალინია დატოვა სახლში, ხოლო ვესტ ჰემის მატეუს ფერნანდესს მალიორკას სამუ კოშტა ამჯობინა.


საფრანგეთის ნაკრებიდან დიდი კონკურენციის მსხვერპლი ედუარდო კამავინგა გახდა, რომელსაც 2025 წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში თამაშის მცირე პრაქტიკა ჰქონდა. ესპანეთის ნაკრებში კი ლუის დე ლა ფუენტემ ტრავმამოშუშებული დანი კარვახალი და დეან ჰუისენი არ წაიყვანა, რის გამოც, ისტორიაში პირველად, ესპანეთის მუნდიალის განაცხადში რეალის არცერთი ფეხბურთელი არ ირიცხება. გერმანიის ნაკრებში კარიმ ადეიემს მაქსიმილიან ბაიერი ამჯობინეს, ხოლო ჰოლანდიელთა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლივერპულში არასტაბილური სეზონის გამო ჯერემი ფრიმპონგი დასაჯა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

argentina
brazil
ბრაზილია
england
ესპანეთის ნაკრები
france
germany
გერმანიის ნაკრები
ჰოლანდია
ინგლისის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი
netherlands
portugal
პორტუგალიის ნაკრები
საფრანგეთის ნაკრები
spain
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რომელ კლუბებს ეყოლებათ ყველაზე მეტი მოთამაშე მუნდიალზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ კლუბებს ეყოლებათ ყველაზე მეტი მოთამაშე მუნდიალზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ იღებენ ინგლისის მოთამაშეები სანაკრებო ჰონორარს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ არ იღებენ ინგლისის მოთამაშეები სანაკრებო ჰონორარს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

არგენტინის საიდუმლო გეგმა კაპიტნის დასაცავად

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

არგენტინის საიდუმლო გეგმა კაპიტნის დასაცავად
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ცრურწმენა კანზასში: ციფრების მაგია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ცრურწმენა კანზასში: ციფრების მაგია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

5 სთ წინ

რომელ კლუბებს ეყოლებათ ყველაზე მეტი მოთამაშე მუნდიალზე?

News image

3 სთ წინ

რატომ არ იღებენ ინგლისის მოთამაშეები სანაკრებო ჰონორარს?

News image

3 სთ წინ

არგენტინის საიდუმლო გეგმა კაპიტნის დასაცავად

News image

3 სთ წინ

ცრურწმენა კანზასში: ციფრების მაგია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება