• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
„თუ იმსახურებს, წავა“ - ჰალკმა ნეიმარს მხარი არ დაუჭირა
ფეხბურთიფეხბურთი

„თუ იმსახურებს, წავა“ - ჰალკმა ნეიმარს მხარი არ დაუჭირა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრაზილიის ნაკრების მთავარი თავსატეხი 2026 წლის მუნდიალის წინ უფრო და უფრო მწვავდება.


ნეიმარის ადგილი შემადგენლობაში გარანტირებული აღარაა და ამაზე ვეტერანი ჰალკის ბოლოდროინდელი კომენტარიც მეტყველებს.

ატლეტიკო მინეიროსა და სანტოსის მატჩის შემდეგ, ჰალკს პირდაპირ ჰკითხეს, უნდა წავიდეს თუ არა ნეიმარი მომავალ ტურნირზე. მისი პასუხი ზედმეტად მშრალი და დიპლომატიური აღმოჩნდა:


ბოდიშს გიხდით, მაგრამ მატჩზე ვიყავი ფოკუსირებული. მე არ ვარ ის, ვინც წყვეტს, ვინ წავა მსოფლიო ჩემპიონატზე. თუ ის ამას იმსახურებს, წავა.


ბრაზილიაში ასეთი ნეიტრალური პასუხი ბევრმა ნეიმარის იგნორირებად აღიქვა. ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირისთვის ეს სიტუაცია უცხოა, სულ რამდენიმე წლის წინ მისი ადგილი ნაკრებში ხელშეუხებელი იყო.

32 წლის ვარსკვლავს ნაკრებში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, მუხლის მძიმე ტრავმის გამო, აღარ უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ სანტოსში დაბრუნდა და გოლებსაც იტანს, მისი ფიზიკური კონდიციები კარლო ანჩელოტისთვის მაინც მთავარ კითხვად რჩება. იტალიელმა სპეციალისტმა მკაფიოდ თქვა: მარტო სახელი და რეპუტაცია მუნდიალზე მოსახვედრად საკმარისი არ იქნება.


ანჩელოტის ულტიმატუმი ნეიმარს: მუნდიალზე გამგზავრების პირობა


„ის დიდი ტალანტია და ხალხი ფიქრობს, რომ დაგვეხმარება, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს ორი თვე იმის დასამტკიცებლად, რომ საამისო თვისებები და ფორმა შენარჩუნებული აქვს,“ - განაცხადა ანჩელოტიმ L'Equipe-თან საუბრისას.

ნეიმარისთვის დრო იწურება. საფრანგეთთან და ხორვატიასთან ბოლო ამხანაგურმა მატჩებმა აჩვენა, რომ ბრაზილია მზადაა მის გარეშეც ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ ფანები ტრიბუნებიდან მის სახელს სკანდირებდნენ.

ანჩელოტის წინაშე ახლა რთული არჩევანია: ენდოს ნეიმარის გამოცდილებას თუ აქცენტი მზაობაზე გააკეთოს. მსოფლიო ჩემპიონატამდე ათვლა დაწყებულია.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბრაზილია
კარლო ანჩელოტი
მსოფლიო ჩემპიონატი
ნეიმარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ანჩელოტის ულტიმატუმი ნეიმარს: მუნდიალზე გამგზავრების პირობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტის ულტიმატუმი ნეიმარს: მუნდიალზე გამგზავრების პირობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანტონელამ მესისთან ფლირტში დადანაშაულებული ჟურნალისტი დაიცვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანტონელამ მესისთან ფლირტში დადანაშაულებული ჟურნალისტი დაიცვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალი 2026 ფუფუნებად იქცა - ბილეთების ფასი 11 000$ აღწევს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალი 2026 ფუფუნებად იქცა - ბილეთების ფასი 11 000$ აღწევს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ეს ყოველთვის ისაა, რაც გინდა" - სუარესი ნაკრებში დაბრუნებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ეს ყოველთვის ისაა, რაც გინდა" - სუარესი ნაკრებში დაბრუნებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

ანჩელოტის ულტიმატუმი ნეიმარს: მუნდიალზე გამგზავრების პირობა

News image

3 სთ წინ

ანტონელამ მესისთან ფლირტში დადანაშაულებული ჟურნალისტი დაიცვა

News image

23 სთ წინ

მუნდიალი 2026 ფუფუნებად იქცა - ბილეთების ფასი 11 000$ აღწევს

News image

10 აპრ, 2026

,,ეს ყოველთვის ისაა, რაც გინდა" - სუარესი ნაკრებში დაბრუნებაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება