ის, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ინტერვიუდ უნდა ქცეულიყო, ჟურნალისტ სოფია მარტინესისთვის მოულოდნელად განვითარდა.
მესისთან მისი გულწრფელი საუბარი უამრავმა ადამიანმა ნახა, თუმცა ვიდეოს ვირუსულად გავრცელებას სოციალურ ქსელებში აბსურდული ჭორები მოჰყვა, ბევრი მესისა და ჟურნალისტ შორის ფლირტზე საუბრობდა.
ჭორების ქარცეცხლში მყოფ სოფიას მხარდაჭერა ლიონელ მესის მეუღლემ, ანტონელა როკუცომ, გამოუცხადა. როგორც მარტინესმა მოგვიანებით A Punto-ს სტრიმში გაიხსენა, ანტონელამ მას პირადად მისწერა, რათა იმ დროს დაემშვიდებინა, როცა სიტუაცია უკონტროლო იყო.
„სრულიად მოულოდნელად მომწერა: სოფი, არ ინერვიულო, ამ სისულელეებს ყურადღება არ მიაქციო“, - იხსენებს მარტინესი.
ეს ჟესტი განსაკუთრებული იყო, რადგან ანტონელას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, სიტუაციაში ჩარეულიყო. მან უბრალოდ გადაწყვიტა, ერთი მოკლე მესიჯით ყველა ჭორი გაებათილებინა.
ჟურნალისტისთვის ეს ნამდვილი შვება აღმოჩნდა: „ისინი იგონებდნენ რაღაცებს, რაც საერთოდ არ მომხდარა. ანტონელას სიტყვებმა ძალიან დამამშვიდა“.
კონფლიქტის სათავე ხორვატიასთან ნახევარფინალის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუა. მაშინ სოფიამ ტრადიციული კითხვების ნაცვლად მესის პირდაპირ უთხრა: „შედეგზე მეტად არის რაღაც, რასაც ვერავინ წაგართმევს.. შენ თითოეული არგენტინელის ცხოვრებას შეეხე“. ამ სიტყვებმა მთელი ქვეყანა აალაპარაკა და თავად ლეოც დააფიქრა.
მიუხედავად ატეხილი ხმაურისა, ამ ინტერვიუმ სოფია მარტინესის, როგორც სპორტული ჟურნალისტიკის ამომავალი ვარსკვლავის, სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. მოგვიანებით თავად მესიმაც ახსენა მისი სიტყვები ერთ-ერთ საუბარში, როცა ფინალის წინ ხალხის ემოციურ მხარდაჭერაზე საუბრობდა.
დღეს სოფია მხოლოდ პოზიტივზეა ფოკუსირებული. ის მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რაც კულუარებში მიიღო და იმედოვნებს, რომ ოდესმე ანტონელა როკუცოსთანაც ჩაწერს ინტერვიუს. ეს ისტორია კი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სკანდალებსა და სპეკულაციებს ადამიანური სოლიდარობით გაუმკლავდე.