ინგლისის ნაკრებმა თომას ტუხელის მეთაურობით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით გახნსა.
სამი ლომის მეტოქე ჯგუფის პირველ მატჩში ალბანეთი იყო, რომელიც გუნდმა უემბლიზე გამართულ მატჩში დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
VIDEO: ტუხელის ერა ინგლისში ბელინგემის გენიალური საგოლე პასით გაიხსნა
მე-20 წუთზე ლიუის სკელიმ ჯუდ ბელინგემის პასის შემდეგ გახსნა ანგარიში, 77-ე წუთზე კი დეკლან რაისის პასით ჰარი კეინმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჯგუფის მეორე შეხვედრას ინგლისელები ასევე საკუთარ კედლებში, ლატვიის წინააღმდეგ, რომელმაც თავის მხრივ ანდორა 1:0 დაამარცხა, 24 მარტს გამართავენ.