2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ინგლისის ნაკრებმა უემბლიზე ალბანეთი 2-0 დაამარცხა.
ეს სამი ლომის მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა იყო ტომას ტუხელისთვის. გერმანელი მწვრთნელის ერაში ინგლისის ნაკრების პირველი გოლი მაილს ლუის-სკელიმ გაიტანა, რომელმაც რეკორდიც მოხსნა.
18 წლის და 176 დღის ლუის-სკელი გახდა ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.
არსენალის ფეხბურთელმა მარკუს რაშფორდის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 2016 წელს ავსტრალიასთან მატჩში 18 წლის და 209 დღის იყო.
VIDEO: ტუხელის ერა ინგლისში ბელინგემის გენიალური საგოლე პასით გაიხსნა
