თომას ტუხელმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ ჯუდ ბელინგემი მსაჯებს ხშირად ელაპარაკება.
„ჯუდს მსაჯებთან და ხაზის არბიტრებთან ბევრი ლაპარაკი უყვარს. ბელინგემი ძალიან ემოციური ფეხბურთელია და თქვენც ხედავთ, რომ წაგებას ვერ იტანს, რის გამოც ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ემოციებსაც არ მალავს.
თქვენც ხედავთ მის წყურვილს და გამარჯვებებისადმი მონდომებას. ის ამ მონდომებას და თავის შეკავებას აუცილებლად ისწავლის, ეს პრობლემა არასდროს არ არის.
კარგია, რომ ის ისეთია, როგორიც არის. შევეცდებით, მაქსიმუმი ავიღოთ მისი შესაძლებლობებისგან, იმიტომ რომ ბელინგემი - საკვანძო ფიგურაა ჩვენთვის." - აღნიშნა გერმანელმა მწვრთნელმა.