მძღოლმა, რომელიც დიოგუ ჟოტას ავარიას შეესწრო, მომხდარი გაიხსენა.
„ვიდეოს ვიღებდი. შემდეგ გავჩერდი, დახმარება ვცადე, მაგრამ სამწუხაროდ, ვეღარაფერი მოვახერხე. ჩემი სინდისი სუფთაა. მარტო მე ვიცი, რისი გადატანაც მომიხდა იმ ღამეს. არ ვიცოდი, მანქანაში ვინ იჯდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.
მათ მანქანას სიჩქარის ლიმიტი არ გადაუჭარბებია, სიტყვას გაძლევთ. მანქანის მარკაც შევამჩნიე, ფერიც. ამ გზას ყოველდღიურად გავდივარ, ორშაბათიდან შაბათამდე და ვიცი, რანაირი გზაც არის ეს, საშინელი მონაკვეთია.
ძალიან ბნელი ადგილი იყო, მაგრამ მაინც მოვახერხე მანქანის მარკისა და ფერის გარჩევა. შემდეგ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა." - აღნიშნა ჟოზე აზევედუმ, სატვირთოს მძღოლმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ცეცხლწაკიდებული Lamborghini-ს ვიდეოს ავტორი სწორედ ის არის.