ესპანეთის პოლიცია დიოგუ ჟოტას და მისი ძმის ავარიის პირველადი გამოძიების შედეგებს აქვეყნებს.
პირველადმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლამბორგინის მარკის ავტომობილს სწორედ ლივერპულის ექს-შემტევი მართავდა.
გარდა ამისა, პოლიციის დადგენილებით, ავტომანქანა მნიშვნელოვნად აჭარბებდა 120 კმ/სთ სიჩქარის დაშვებულ ლიმიტს.
თვითმხილველი: "გეფიცებით, ჟოტას მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით არ მიდიოდა"
ექსპერტიზის საბოლოო ვერდიქტი მზადდება და უახლოეს პერიოდში სასამართლოს გადაეცემა. თუმცა, ამ ეტაპზე ყველა ხელთ არსებული მტკიცება იმისკენ მიუთითებს, რომ ავტომობილის საჭესთან სწორედ უფროსი ძმა, დიოგუ იჯდა.
ფეხბურთელი და მისი უმცროსი ძმა მშობლიურ პორტუგალიაში გასულ შაბათს, 5 ივლისს დაკრძალეს.
დიოტუ ჟოტა 28 წლის იყო, მას ცოლი და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.