ბარსელონა - ინტერის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნერაძურის ნიდერლანდელი მცველი, დენზელ დუმფრისი დასახელდა.
დუმფრისმა 3:3 დასრულებულ შეხვედრაში თავისი გუნდის სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა - 2 გოლი თავად გაიტანა, ერთი კი ტურამს გაატანინა.
VIDEO: წლის მატჩი და ფრე მონტჟუიკზე - ყველაფერი მილანში გადაწყდება
მეტიც, დენზელმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, როცა 75-ე წუთზე მხითარიანის გოლი მილიმეტრიანი თამაშგარის გამო გაუქმდა.
საპასუხო მატჩი მილანში 6 მაისს გაიმართება.