ინტერთან მატჩში რაფინიამ საგოლე პასი მიითვალა და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მე-20 შედეგიანი ქმედება მიითვალა.
ამ მაჩვენებლით მან ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში დაფიქსირებული შედეგით ლეო მესის მიღწევა (19) გააუმჯობესა. ამაზე მეტი ბარსელონას ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.
ზოგადად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კი რაფინიას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უსწრებს - კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც 2013/14 სეზონში 21 გოლში მიიღო მონაწილეობა (17 გოლი, 4 ასისტი)
რაფინიას ამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს.