VIDEO: წლის მატჩი და ფრე მონტჟუიკზე - ყველაფერი მილანში გადაწყდება
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალში ბარსელონამ და ინტერმა ერთმანეთს გოლების წვიმა მოუწყვეს.
შეხვედრა სტადიონ მონტჟუიკზე გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.
მატჩის 35-ე წამზე ინტერმა მარკუს ტურამის გოლით შეძლო დაწინაურება, 21-ზე კი დენზელ დუმფრისის გოლით ორი ბურთით გაიჭრა წინ. თუმცა, ბარსელონამ ტაიმის ბოლომდე შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა და იამალისა და ტორესის გოლებით პირველი 45 წუთი ფრედ 2:2 დასრულდა.
64-ე წუთზე დუმფრისის გოლით ინტერი კვლავ გავიდა წინ, თუმცა ზუსტად ერთ წუთში რაფინიას ულამაზესი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას ასხლეტით იან ზომერს ზურგში მოხვდა და კარში შეფრინდა - ოფიციალურად, გოლი ზომერის ავტოგოლად ჩაითვალა.
დუმფრისმა კარიერის მატჩი გააგრძელა და რამდენიმე წუთში ჰენრიხ მხითარიანზეც გააკეთა საგოლე პასი, თუმცა სომხის გოლი მიზერული თამაშგარის გამო გაუქმდა.
ამრიგად, გუნდებმა ხელი ფრედ მოაწერეს და ფინალისტის ვინაობა სამშაბათს, 6 მაისს, სტადიონ ჯუზეპე მეაცაზე გაირკვევა.