უეფას ტექნიკურმა ჯგუფმა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
ტურნირის გამარჯვებულ პარი სენ-ჟერმენს სიმბოლურ გუნდში 5 ფეხბურთელი ჰყავს წარმოდგენილი.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე მოხვდა, ხოლო ფინალის საუკეთესო მოთამაშე ვიტინია ნახევარდაცვის ცენტრშია.
მათთან ერთად გუნდში პსჟ-ის ფეხბურთელები მარკინიოსი და ნუნუ მენდეში დაცვაში, ხოლო უსმან დემბელე თავდასხმაში მოხვდნენ.
სხვა მოთამაშეებიდან, სიმბოლურ გუნდში 3 ფეხბურთელია არსენალიდან, 2 - ბაიერნიდან, ხოლო 1 - ატლეტიკოდან.
მეკარე - დავიდ რაია (არსენალი)
მცველები - მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო), მარკინიოსი (პსჟ), გაბრიელი (არსენალი), ნუნუ მენდეში (პსჟ)
ნახევარმცველები - მაიკლ ოლისე (ბაიერნი), დეკლან რაისი (არსენალი), ვიტინია (პსჟ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
თავდამსხმელები - უსმან დემბელე (პსჟ), ჰარი კეინი (ბაიერნი)
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
