მინდია წიკლაურთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა პოლიციაში გატარებულ 48 საათზე და საბა ლაზიშვილზე ისაუბრა.
,,რაც შეეხება პოლიციის შენობას, მანამდე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გვთხოვდა, რომ წავსულიყავით საავადმყოფოში, რაზეც უარი განვაცხადეთ და ვთხოვეთ, რომ დავეტოვებინეთ სასტუმროში.
მერე გვთხოვეს, რომ ის ბიჭები გადავიყვანეთ პოლიციაში და იმათ გამოსაყვანად თქვენი მოსვლაა საჭიროო. მათ გასათავისუფლებლად წავედით, გვეგონა, რომ მარტივად შევძლებდით გამოშვებას და ისე მოხდა, რომ ჩვენც დაგვიტოვეს.
2 დღე და 2 ღამე მოგვიწია ციხეში ყოფნა სხვა პატიმრებთან ერთად, ზოგი იმ საკანში 90 დღე იყო, ზოგი 2 კვირა, ზოგი 2 თვე და ელოდებოდნენ პასუხს. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რაც მთავარია, მეც და საბაც პოზიტიურად ვიყავით.
საბა არის ჩემი მეგობრის, ზვიად ლაზიშვილის უმცროსი ძმა და აქ, აბუ დაბიში გავიცანი ასე ახლოს, 3 კვირის წინ, როცა ჩემს ბრძოლაზე იყო ჩამოსული. ახალგაზრდა სპორტსმენია, უბრალოდ ბოლო 2 წელი ტრავმები აწუხებდა.
მოკლედ, დავმეგობრდით, მეგობრის ძმაა, როგორც გითხარით და მინდოდა მოტივაცია მიმეცა, სპორტი გაეგრძელებინა და ორჭოფობდა - ჭიდაობა თუ MMA-ში გადმოსვლა, ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ MMA სურს.
სხვათა შორის PFL დამიკავშირდა და კონტრაქტი შესთავაზა საბას, ცოტა ხნის მერე კი ჰანტერ კემპბელი, ანუ UFC-ც დაგვიკავშირდა და ჯერ არ მითქვამს საბასთვის, რომ UFC-საც სურს გააფორმოს მასთან კონტრაქტი.
საბას ჯერ სამოყვარულო ბრძოლაც არ აქვს ჩატარებული, მაგრამ UFC-ს პროგრამა აქვს, რომლითაც უნდა, რომ საბასთან კონტრაქტი ჰქონდეს და მოლაპარაკების პროცესში ვართ.
მიხარია, რომ საბას გზა გაეხსნა და ყველაფერი წინ აქვს." - ამბობს დვალშვილი ინტერვიუში.
მერაბ დვალიშვილთან სრული ინტერვიუ მინდია წიკლაურის Youtube არხზე დაიდება.
წონები დაფიქსირებულია - ქართველები RAF-ისთვის მზად არიან