მერაბ დვალიშვილი განმარტავს, რა მოხდა საქართველოში ისეთი, რამაც უსმან ნურმაგომედოვის მხრიდან მასზე თავდასხმა გამოიწვია.
„თუ ამას არ გავაკეთებთ, ახალ ბრალდებებს წაგვიყენებენ. ყველაფერს ვამბობთ, რაც შეგვიძლია, რათა ისინი გაათავისუფლონ და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დახმარებას. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვისაც, რომ ისინი იქ არ დაეკავებინათ.
რაც შეეხება საქართველოში მომხდარ ინციდენტს, იქ პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი. ადამიანი, რომელსაც სილა გავაწანი, პირდაპირ სახესთან მომიახლოვდა და შეურაცხმყოფელი საუბარი დამიწყო. მითხრა: „სანამ აქ ვარ, უმარზე არაფერი თქვა. როცა წავალ, მერე ილაპარაკე“. ამას რუსულადაც ყვიროდა.
პროვოკაციაზე წამომაგეს და ისე მოვიქეცი, როგორც ნებისმიერი კაცი მოიქცეოდა. როდესაც ჩემს ქართველ მეგობრებს მასთან ჩხუბი უნდოდათ, ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა.
შემდეგ ვკითხე: „გინდა, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს?“ მიპასუხა, რომ უნდოდა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ამით ყველაფერი დასრულდა.
რაც შეეხება მომხდარს, ეს მართლაც საშინელება იყო. ეს ლაჩრული საქციელი იყო. თუმცა ახლა ეს ყველაფერი უკან უნდა მოვიტოვოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ.
ბევრი ადამიანი საუბრობს ამ თემაზე, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ არ გვინდა, მომავალში საქართველოსა და დაღესტანს შორის რაიმე მტრობა არსებობდეს.
მე მიყვარს დაღესტანი, განსაკუთრებით იქ მცხოვრები შრომისმოყვარე ხალხი. მიყვარს ყველა მოჭიდავე და მებრძოლი.
ამ ყველაფერს არც დაღესტანთან აქვს კავშირი და არც საქართველოსთან. ეს ქვეყნებს შორის დაპირისპირება არ არის, მეგობარო. მე პატივს ვცემ დაღესტანს. ეს უბრალოდ მებრძოლებს შორის მომხდარი ინციდენტი იყო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც მებრძოლები ვართ.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დაღესტნელი მეგობრები. მათ უამრავი შესანიშნავი სპორტსმენი ჰყავთ და მათ მიმართ მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობთ.
ამას ნამდვილად ძალიან ვაფასებ“. - განაცხადა დვალიშვლიმა კრის უაიდმანთან საუბარში.
„იმედია ყველას გაათავისუფლებენ", - დვალიშვილი განცხადებას ავრცელებს