იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
საქართველო - უნგრეთი: სვანაძე პირველ გამარჯვებას უმიზნებს
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

საქართველო - უნგრეთი: სვანაძე პირველ გამარჯვებას უმიზნებს

23 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე უნგრეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.


შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


გასაკვირი არ იქნება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებმა ვერ დაიწყო მიმდინარე ერთა ლიგა ისე, როგორც ამას გულშემატკივარი ელოდა და ისურვებდა. პირველ 4 მატჩში გუნდმა ორად ორი ქულა აიღო და -2 ბურთების სხვაობით ამ ეტაპზე ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს. 


ტურნირი ჩვენმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან თბილისში განცდილი სენსაციური მარცხით დაიწყო, რასაც ვილი სანიოლის გათავისუფლება და მთავარ მწვრთნელად რამაზ სვანაძის დანიშვნა მოჰყვა. 21-წლამდელთა აწ უკვე ყოფილ მწვრთნელთან ერთად, ნაკრებმა სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე 3 მატჩი გამართა და 2 ქულის აღება მოახერხა: უკრაინას და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა, უნგრეთთან კი გასვლაზე დამარცხდა. 


ყველაზე სამწუხარო წინა სანაკრებო პაუზაზე ის იყო, რომ გუნდმა, რომელიც თითქმის სრული და საბრძოლო შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული, 4 მატჩში ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა და C დივიზიონში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. 


ამ საფრთხიდან გამოსვლა კი სვანაძეს ურთულესი მდგომარეობით მოუწევს, მაშინ, როცა თბილისური მატჩი უნგრეთთან მოსაგებია, გუნდს საკადრო პრობლემები დაატყდა თავს: ნაკრებს ვერ დაეხმარება კაპიტანი და მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, ასევე თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს გიორგი ქოჩორაშვილიც, რაც სვანაძესთვის დამატებითი თავსატკივარი იქნება.


იმისთვის, რომ ბოლო ტურის წინ მინიმუმ მე-3 ადგილის დაკავების შანსი გვქონდეს, უნგრეთი ულაპარაკოდ უნდა დავამარცხოთ. თუმცა, მარცხის შემთხვევაშიც, ბოლო ტურში შანსები, მაგრამ ამისათვის ჯგუფის ამჟამინდელმა ლიდერმა ჩრდილოეთ ირლანდიამ პარალელურ მატჩში მე-3 ადგილოსანი უკრაინა უნდა დაამარცხოს და ასეთ შემთხვევაში, ბოლო ტურში უკრაინა და საქართველო ნეიტრალურ მოედანზე გაარკვევენ იმას, თუ ვინ ითამაშებს გადარჩენისთვის პლეი-ოფს და ვინ გაინაღდებს მესამე ადგილით B ლიგაში დარჩენას.


მთლად მოლხენილად საქმე არც უნგრელებს აქვთ - მართალია, ჯგუფში გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან და პირველი ადგილისთვისაც საკმაოდ რეალურად იბრძვიან, თბილისურ მატჩში გუნდს შესაძლოა მთავარი ვარსკვლავი დომინიკ სობოსლაი გამოაკლდეს, რომელსაც დისკომფორტი ლივერპულიდან გამოყვა და ჯერ გუნდის მთავარი მწვრთნელიც არ ამბობს დაზუსტებით, შეძლებს თუ არა ნახევარმცველი მიხეილ მესხზე მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოსვლას.


უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან და ამ დრომდე ჩვენი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა 1 მოგებასა და 2 მარცხს ითვლის. ერთადერთი გამარჯვება 2001 წელს, თბილისში, სწორედ მიხეილ მესხზე მოვიპოვეთ (3:1). 


სავარაუდო შემადგენლობები:


საქართველოში: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, აზაროვი, იეგოიანი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, ზივზივაძე, მიქაუტაძე


უნგრეთი: ტოთი, ბოლა, ორბანი, ქსინგერი, კერკეზი, სობოსლაი, შაფერი, ვიტალისი, ლუკასი, სალაი, ვარგა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
უნგრეთი
უნგრეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"ჩვენ ფრეზე არასდროს ვთამაშობთ" - უნგრელთა მცველის ამბიციური განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენ ფრეზე არასდროს ვთამაშობთ" - უნგრელთა მცველის ამბიციური განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნგრელების მთავარი იარაღი მზადაა? - მარკო როსის განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნგრელების მთავარი იარაღი მზადაა? - მარკო როსის განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბოლომდე დავიხარჯებით, რათა ჩვენი კაპიტანიც გავახაროთ" - კვერნაძის ემოციური განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბოლომდე დავიხარჯებით, რათა ჩვენი კაპიტანიც გავახაროთ" - კვერნაძის ემოციური განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„იმედია ყველას გაათავისუფლებენ", - დვალიშვილი განცხადებას ავრცელებს

•ქართული

ქართული

„იმედია ყველას გაათავისუფლებენ", - დვალიშვილი განცხადებას ავრცელებს
•ქართული

ქართული

News image

3 სთ წინ

"ჩვენ ფრეზე არასდროს ვთამაშობთ" - უნგრელთა მცველის ამბიციური განცხადება

News image

1 სთ წინ

უნგრელების მთავარი იარაღი მზადაა? - მარკო როსის განცხადება

News image

42 წთ წინ

"ბოლომდე დავიხარჯებით, რათა ჩვენი კაპიტანიც გავახაროთ" - კვერნაძის ემოციური განცხადება

News image

18 წთ წინ

„იმედია ყველას გაათავისუფლებენ", - დვალიშვილი განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება