საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. უნგრეთთან მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ და შემტევმა გიორგი კვერნაძემ მომავალ შეხვედრაზე და გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრეს.
ოთარ კაკაბაძემ ყურადღება გაამახვილა ლიდერების დანაკლისზე, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდი მოსაგებად მაქსიმუმს გააკეთებს:
კვარა და კიტე არ არიან ჩვენთან, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია ეს ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ მოვიგოთ. წლის ბოლო ორი თამაში გვაქვს, კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ძალიან გვინდა, რომ კარგად დავასრულოთ. დიდი ხანია არ მოგვიგია და ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ ამ თამაშებში
მოახლოებულ მატჩზე და ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაზე ისაუბრა გიორგი კვერნაძემაც:
ძალიან დიდი დანაკლისია კვარას არყოფნა, როგორც კაპიტნის, ასევე როგორც ფეხბურთელის. მას ძალიან უნდა აქ, ჩვენ გვერდით ყოფნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს, რომ გავიდეთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. ხვალ ბოლო საშინაო მატჩია, კარგად მოვემზადეთ, კარგად ვართ განწყობილები და დიდი იმედი გვაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ და გავახარებთ ჩვენს გულშემატკივრებს
აქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს (21:00) მიხეილ მესხის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს (23:45) სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდიაა (8 ქულა), მეორეზე უნგრეთი (7 ქულა), მესამეზე უკრაინა (4 ქულა), საქართველო კი 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა.