აბუ-დაბის საპატიმროს დატოვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„მინდა გაგაგებინოთ, რომ გამათავისუფლეს, ჯანმრთელად ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარა. მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ სულ ასე თბილად მხვდებიან.
იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ. არავის წინააღმდეგ ჩივილს არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველაფერი საუკეთესო მინდა ყველასთვის.
მადლობა თითოეულ თქვენთაგანს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის." - აღნიშნა ქართველმა სპორტსმენმა.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს შესასვლელთან უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს დაესხნენ.
გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ნურმაგომედოვმა ქართველ მებრძოლს უკნიდან მიუახლოვდა და დაარტყა, რასაც ჯგუფური დაპირისპირება მოჰყვა.
აბუ-დაბის პოლიციამ ჩხუბში მონაწილე პირები და ინციდენტის გადამღები 2 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის იყვნენ დვალიშვილი და ლაზიშვილიც, რომლებმაც იზოლატორში თითქმის 48 საათი გაატარეს.