ფორმულა 1-ში უნგრეთის გრან პრი იმართება.
უნგარორინგის ტრასაზე კვალიფიკაცია გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც შარლ ლეკლერი გახდა. ფერარის მონეგასკმა პილოტმა უსწრაფესი წრე (1:15.372) დააფიქსირა და რბოლის სტარტზე პირველი იქნება.
ლეკლერმა მეორეადგილოსან ოსკარ პიასტრის 0.026 წამით, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ლანდო ნორისს 0.041 წამით აჯობა.
ფერარიმ 2025 წლის სეზონში პირველი პოული მოიპოვა, შარლ ლეკლერის კარიერაში კი ეს 27-ე მოგებული კვალიფიკაცია აღმოჩნდა.
კვალიფიკაციის საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება.

ბუდაპეშტში რბოლა 3 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება.