ფორმულა 1-ში უნგრეთის გრან პრი გაიმართა.
რბოლის გამარჯვებული ლანდო ნორისი გახდა, რომელიც რბოლა მე-3 პოზიციიდან დაიწყო. პოულ პოზიცია შარლ ლეკლერმა მოიპოვა, რომელმაც უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულა.
ლანდო ნორისმა დუელი თანაგუნდელ ოსკარ პიასტრის მოუგო, მაკლარენმა კი მორიგი დუბლი მიითვალა. რაც შეეხება პოდიუმის მე-3 ადგილს, შარლ ლეკლერს პოზიცია ჯორჯ რასელმა მოუგო და მერსედესის პილოტმა პოდიუმი დააკომპლექტა.
უნგრეთის გრან პრიზე ქულები ასე განაწილდა:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 18 ქულა
3. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 15 ქულა
4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 12 ქულა
5. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 10 ქულა
6. გაბრიელ ბორტოლეტო (ზაუბერი) - 8 ქულა
7. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 6 ქულა
8. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 4 ქულა
9. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 2 ქულა
10. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 1 ქულა
ლანდო ნორისმა საჩემპიონო დავაში ოსკარ პიასტრისთან სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა.
1. ოსკარ პიასტრი - 284 ქულა
2. ლანდო ნორისი - 275 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 187 ქულა
4. ჯორჯ რასელი - 172 ქულა
5. შარლ ლეკლერი - 151 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში მაკლარენი სერიოზულ უპირატესობას ფლობს.
1. მაკლარენი - 559 ქულა
2. ფერარი - 260 ქულა
3. მერსედესი - 246 ქულა
ფორმულა 1-ში დაახლოებით ერთთვიანი შესვენება იქნება. მომდევნო გრან პრი 29-31 აგვისტოს ნიდერლანდებში გაიმართება.