• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
უსიკის გადაწყვეტილება - დაიცავს თუ დატოვებს ტიტულებს?
სხვა სპორტისხვა სპორტი

უსიკის გადაწყვეტილება - დაიცავს თუ დატოვებს ტიტულებს?

26 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოლექსანდრ უსიკმა თავისი მძიმე წონის მსოფლიო ტიტულების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.


უსიკი მძიმე წონის ორგზის აბსოლუტური ჩემპიონია, თუმცა გასული წლის ბოლოს WBO-ს ქამრის დათმობის შემდეგ მის მფლობელობაში WBC-ის, WBA-სა და IBF-ის ტიტულები დარჩა.


უკრაინელი ბოლოს მაისში გავიდა რინგზე, როდესაც კიკბოქსინგის ვარსკვლავ რიკო ვერჰოვენთან მოულოდნელად ძალიან კონკურენტული ბრძოლა გამართა.


თუმცა, პრეტენდენტების რიგის ზრდის ფონზე, უსიკს სწრაფად უნდა მიეღო გადაწყვეტილება თავის მომავალ ნაბიჯზე.


მან საბოლოოდ გაასაჯაროვა თავისი გეგმა და სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ყველა მოქმედ ტიტულს ვაკანტურს ხდის.


დღეს პარასკევია, მშვენიერი ამინდია და კარგი დღეა იმის სათქმელად, რომ მსურს ყველა ქამარი, რომელსაც ამჟამად ვფლობ, ვაკანტური გავხადო.


მინდა, ისინი ხელმისაწვდომი გახდეს იმ ბიჭებისთვის, რომლებიც რიგში დგანან და შეუძლიათ ამ ტიტულებისთვის ბრძოლა.“


მიუხედავად ქამრების დათმობისა, უსიკმა დაადასტურა, რომ კარიერას არ ასრულებს და კიდევ იბრძოლებს.


ქამრებს ვტოვებ, მაგრამ სპორტს არ ვტოვებ, რადგან ჯერ კიდევ მაქვს ჩემი ბოლო ცეკვა.


დიდ პატივს ვცემ ორგანიზაციებს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. წინ კიდევ ბევრი რამ არის.“


უსიკის გადაწყვეტილების შემდეგ, სავარაუდოდ, აგიტ კაბაელი WBC-ის დროებითი ჩემპიონიდან სრულ ჩემპიონად დაწინაურდება, ხოლო WBA-ს რეგულარული ჩემპიონი მურატ გასიევიც შესაძლოა ანალოგიური სტატუსით დაჯილდოვდეს.


IBF-ის რეიტინგში პირველ ადგილზე ფრანკ სანჩესია, ხოლო მოზეს იტაუმა და ფილიპ ჰრგოვიჩი, რომლებიც აგვისტოში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შესაბამისად მესამე და მეოთხე პოზიციებზე იმყოფებიან, ამიტომ მათაც შეიძლება სარგებელი მიიღონ უსიკის გადაწყვეტილებიდან.


რაც შეეხება თავად უკრაინელს, ახლა, როცა მას აღარ უწევს რომელიმე მმართველი ორგანიზაციის მოთხოვნების გათვალისწინება, შესაძლოა გზა რიკო ვერჰოვენთან რევანშისთვის გაიხსნას.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კრივი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უსიკი vs უაილდერი - 140-წლიანი ისტორია, რომელიც შესაძლოა დასრულდეს

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

უსიკი vs უაილდერი - 140-წლიანი ისტორია, რომელიც შესაძლოა დასრულდეს
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

კრივი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

•ქართული

ქართული

კრივი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა
•ქართული

ქართული

არის ოქრო! - შალვა ბერიძე ევროპის ჩემპიონია

•ქართული

ქართული

არის ოქრო! - შალვა ბერიძე ევროპის ჩემპიონია
•ქართული

ქართული

რამდენი მედლით დაასრულა საქართველომ კრივის 19-წლამდელთა ევრო?

•ქართული

ქართული

რამდენი მედლით დაასრულა საქართველომ კრივის 19-წლამდელთა ევრო?
•ქართული

ქართული

News image

14 აგვ, 2026

უსიკი vs უაილდერი - 140-წლიანი ისტორია, რომელიც შესაძლოა დასრულდეს

News image

21 აგვ, 2026

კრივი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

News image

22 აგვ, 2026

არის ოქრო! - შალვა ბერიძე ევროპის ჩემპიონია

News image

24 აგვ, 2026

რამდენი მედლით დაასრულა საქართველომ კრივის 19-წლამდელთა ევრო?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება