სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა თავისი 12-კაციანი შემადგენლობა მოახლოებული ევრობასკეტ 2025-ისთვის, რომლის მთავარი ვარსკვლავიც NBA-ის სამგზის MVP, ნიკოლა იოკიჩი არის.
მთავარმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა გუნდის განაცხადი საბოლოოდ შეადგინა შვიდიდან შვიდი გამარჯვებით დასრულებული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რაც მათთვის ზაფხულის ყველაზე დიდი ტურნირის წინ იდეალური მზადება აღმოჩნდა.
ალექსა ავრამოვიჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ოგნიენ დობრიჩი, მარკო გუდურიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ნიკოლა იოვიჩი, სტეფან იოვიჩი, ვანია მარინკოვიჩი, ვასილიე მიჩიჩი, ნიკოლა მილუტინოვი, ფილიპ პეტრუშევი, ტრისტან ვუკჩევიჩი.
არწივებმა ამ ზაფხულს შთამბეჭდავად იფრინეს – მოიგეს შვიდივე ამხანაგური შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, პოლონეთთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან, ჩეხეთთან, გერმანიასთან და სლოვენიასთან. ლუკა დონჩიჩისა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ კი 34-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
2007 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობის დაწყების შემდეგ, მათ ორჯერ მოიპოვეს ვერცხლის მედალი ევრობასკეტზე – 2009 და 2017 წლებში, მაგრამ ევროპის ჩემპიონის ტიტული ჯერ კიდევ აკლიათ.
სერბეთმა ასევე მოიპოვა ვერცხლის მედალი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ბრინჯაო პარიზის 2024 ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ნახევარფინალში ცოტა დააკლდათ აშშ-ის დასამარცხებლად.
ახლა მიზანი ერთია - ევროპის ჩემპიონებად დაბრუნდნენ ბელგრადში. ამ შემადგენლობას, ალბათ, ყველაზე მეტი ტალანტი და გამოცდილება აქვს ყველა მონაწილე გუნდს შორის.
სვეტისლავ პეშიჩის გუნდი ჯგუფურ ეტაპს რიგაში ჩაატარებს, სადაც ჯგუფში მასპინძელ ლატვიასთან ერთად შეხვდება ესტონეთს, პორტუგალიას, ჩეხეთსა და თურქეთს. სერბეთის ნაკრები ტურნირს 27 აგვისტოს, ესტონეთთან მატჩით გახსნის.