მაქს ვერსტაპენმა კარიერაში პირველად სინგაპურის გრან პრის პოულ პოზიცია მოიპოვა.
დაძაბულ საკვალიფიკაციო სესიაში ნიდერლანდელმა პილოტმა ფერარის დუეტს, შარლ ლეკლერსა და ლუის ჰამილტონს აჯობა.
მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციის პირველ და მეორე სეგმენტებში საუკეთესო დრო ლუის ჰამილტონმა დააფიქსირა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა, ვერსტაპენისთვის მე-3 სეგმენტში პირველივე ცდაზე დაფიქსირებული დრო - 1.31.373 - საკმარისი აღმოჩნდა პირველი ადგილის მოსაპოვებლად.
ამგვარად, ნიდერლანდელმა მარინა ბეის ქუჩის ტრასაზე წარმატებული ასპარეზობა გააგრძელა.
სხვა რამდენიმე პილოტის მსგავსად, ჰამილტონმაც ვერ შეძლო ბოლო წრეზე საკუთარი შედეგის გაუმჯობესება და საბოლოოდ მე-3ადგილს დასჯერდა. მას შარლ ლეკლერმა აჯობა, რომელიც ვერსტაპენს მხოლოდ 0.054 წამით ჩამორჩა.
მე-4 და მე-5 ადგილები, შესაბამისად, კიმი ანტონელიმ და ლანდო ნორისმა დაიკავეს, ხოლო ჯორჯ რასელმა მე-6 შედეგი დააფიქსირა, თუმცა მან უკვე იცოდა, რომ სტარტზე პოზიციების დაკარგვის სახით ჯარიმა ელოდა.
სპრინტში ლანდო ნორისთან შეჯახების შემდეგ ოსკარ პიასტრი კვალიფიკაციას დაუბრუნდა და მე-7 ადგილი დაიკავა. მის უკან პიერ გასლი გავიდა, ხოლო საუკეთესო ათეული რეისინგ ბულსის პილოტებმა, ლიამ ლოუსონმა და არვიდ ლინდბლადმა დაასრულეს.
სინგაპურის რბოლა ხვალ 16:00 საათზე დაიწყება.
ვერსტაპენმა წვიმიან სინგაპურში დრამატული სპრინტი მოიგო
