ბაჰრეინის გრან-პრიზე მაქს ვერსტაპენის ტრიუმფისა და ჯორჯ რასელის უიღბლობის შემდეგ, კიმი ანტონელი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ახალგაზრდა იტალიელმა რბოლაში მე-2 ადგილი დაიკავა, 18 ქულა მოიპოვა და მთავარ კონკურენტ და მისსავე თანაგუნდელ მეორეადგილოსან რასელთან უპირატესობა 84 ქულამდე გაზარდა.
1. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 320 ქულა;
2. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 236 ქულა;
3. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 214 ქულა;
4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 191 ქულა;
5. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 188 ქულა;
6. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 188 ქულა;
7. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 128 ქულა;
8. ისაკ ჰაჯარი (რედ ბული) - 96 ქულა.
2026 წლის რიგით მე-17 გრან-პრი უკვე მომავალ უქმეებზეა, სინგაპურში - მთავარი რბოლა 11 ოქტომბერს, მარინა ბეის ქუჩის ავტოდრომზე გაიმართება.
სინგაპურის გრან-პრის ჩათვლით, სეზონის დასრულებამდე 6 რბოლა რჩება. ანტონელის შეუძლია, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდეს და იტალიას მსოფლიო ჩემპიონობა 1953 წლის შემდეგ პირველად მოუტანოს (მაშინ ეს ალბერტო ასკარიმ გააკეთა).
რასელის უიღბლობა, მაქსის ტრიუმფი - რა მოხდა ბაჰრეინის გრან-პრიზე?