VIDEO: 10 წუთი ითამაშა - მამუს ტორონტომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო
03 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა რეგულარულის მიმდინარე სეზონში ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო. კანადელებმა თავიანთ პარკეტზე მემფის გრიზლსი 117:104 დაამარცხეს.
ქართველმა 10:33 წუთი ითამაშა და ქულა არ ჰქონია - 3 მოხსნა და 1 ასისტი. მის გუნდს ისევ არჯეი ბარეტმა (27 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი) ულიდერა, შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ბრენდონ ინგრამსაც (26 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი), ხოლო სკოტ ბარნსს სამმაგ დუბლამდე 2 ასისტი დააკლდა - 19 ქულა, 12 მოხსნა და 8 ასისტი.
7 თამაშის შემდეგ, ტორონტოს 3 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილზეა. 5 ნოემბრის გამთენიის 04:30 საათზე, მამუს გუნდი მილუოკი ბაქსს უმასპინძლებს.