VIDEO: ჯინჯოლავამ ისევ შეაგდო - იბერიამ ბათუმში მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თბილისის იბერია 1999-მა ეროვნული ლიგის ლიდერობა მას შემდეგ დაიბრუნა, რაც დინამო ბათუმთან სტუმრად დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. გუგა ნერგაძის გუნდმა შეხვედრა 2:0 მოიგო.
მატჩში ანგარიში 49-ე წუთზე გახსნა გიორგი ჯინჯოლავამ, რომელიც ტრავმის შემდეგ მშვენიერ ფორმაშია და ბოლო 3 ტურში მე-2 გოლი შეაგდო. დედაქალაქელთა მცველმა მიმდინარე სეზონის მე-20 თამაშში მე-3 გოლი გაიტანა.
69-ე წუთზე, მეორე გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ამირან ძაგანიამ თავური დარტყმით შეაგდო - მისთვის სეზონში მე-4 გოლია. საგოლე პასი სანდრო ალთუნაშვილმა გააკეთა - ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ ეროვნულ ლიგაში მეშვიდედ ითამაშა და მეორე ასისტი მიითვალა.
31 ტურის შემდეგ, იბერია 1999-სა და გორის დილას 65-65 ქულა აქვთ და თბილისელები პირველ ადგილზე არიან, რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ.
მომდევნო ტურის მატჩს ორივე ლიდერი 8 ნოემბერს ითამაშებს - იბერიელები წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებენ, შიდა ქართლელები კი კახეთში თელავს ესტუმრებიან.