ალბანეთში, 23-წლამდელებს შორის, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ნათია გადელიამ ატაცში - ბრინჯაოს, აკვრასა და ორჭიდში კი ოქროს მედლები მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
86 კგ. წონით კატეგორიაში, გადელიამ ატაცში 106 კილოგრამი დაძლია, აკვრაში 135 კილოგრამი, ორჭიდის ჯამში კი 241 კილოგრამი მოაგროვა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (88 კგ.) სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, სამი ოქროს მედალი მოიპოვა გოგა ჯაჯვანმაც (94 კგ.), საბა ასანიძემ (94 კგ.) ორი ბრინჯაოს მედალი, მანუჩარ გოგოხიამ (88 კგ.) ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი, გიგა ოდიკაძემ (60 კგ.) კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა, ზურაბ მსხალაძემ (88 კგ.) ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნანა ხორავამ (77 კგ.) ორი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ვერცხლის მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი გერვასი თაბაგარმა (94 კგ.); მარიამ მურღვლიანმა (+86 კგ.) კი სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.