მოლდოვაში გამართულ კლასიკური ბილიარდის ევროპის ჩემპიონატზე, ლევან კიკალიშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა.
კიკალიშვილმა ფინალში უკრაინელი მატვეი ბინდასოვი ანგარიშით 6:4 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა, რაც საქართველოსთვის, ახალგაზრდულ დონეზე, ისტორიული შედეგია.
ლევანმა ჩემპიონატი წარმატებულად, ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო, მეოთხედფინალური მატჩი კი დათმო, შემდეგ წაგებულთა ბადიდან ნახევარფინალში გადავიდა, რომლიდანაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. საბოლოოდ კი, ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჩემპიონის ტიტული მიიღო.