იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურში ინტერმა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე პარმა მიიღო.
გამარჯვების შემთხვევაში მილანელები ჩემპიონობას ინაღდებდნენ და საბოლოოდ ასეც მოხდა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს მარკუს ტურამმა გახსნა, მე-80 წუთზე კი ჰენრიხ მხითარიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში (2-0) დააფიქსირა.
შედეგად, ინტერმა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა და ისტორიაში 21-ე სკუდეტო მოიგო, ბოლო 6 წელიწადში კი ნერაძურიმ 3-ჯერ შეძლო ჩემპიონობა.
ინტერმა სკუდეტოების რაოდენობით მილანს უკვე 2 ტიტულით გაუსწრო და მე-2 ადგილი გაიმყარა, პირველზე კი იუვენტუსია 36 ჩემპიონობით.
1. იუვენტუსი - 36
2. ინტერი - 21
3. მილანი - 19
სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა ინტერის ჩემპიონობას სპეციალური ვიდეო მიუძღვნა.