VIDEO: 3 წითელი ბარათი სტადიო ოლიმპიკოზე - ნაპოლიმ რომში იმარჯვა
04 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ეგიდით ლაციო სტადიო ოლიმპიკოზე ნაპოლის დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა.
სტუმრებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-13 წუთზე ანგარიში ლეონარდო სპინაცოლამ გახსნა, 32-ე წუთზე კი ამირ რაჰმანიმ გაზარდა სხვაობა ორამდე. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა მატეო პოლიტანომ მიითვალა.
მეორე ტაიმში ანარიშის მხრივ არაფერი შეცვლილა, თუმცა მსაჯს 3 მოთამაშის გაძევება მოუწია.
81-ე წუთზე ტიჯანი ნოსლინმა მეორე ყვითელი ბარათი მიითვალა და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, 88-ე წუთზე კი ადამ მარუშიჩსა და პასკუალე მაცოკის მოუწიათ მოედნის ნაადრევად დატოვება.
ანტონიო კონტეს გუნდმა ამ მოგებით 17 მატჩში 37 ქულა დააგროვა და სერია ა-ს ლაივ ცხრილში ლიდერ მილანს 1 ქულით ჩამორჩება.
ლაციო კი 18 შეხვედრაში დაგროვებული 24 ქულით მე-9 პოზიციაზეა და ევროზონაში მყოფ კომოსთან სხვაობა 6 ქულაა.