VIDEO: 55 ქულა - ჯეიმს ჰარდენმა კლიპერსის რეკორდი მოხსნა
22 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში შარლოტ ჰორნეტსი ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდა და 116-131 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა - 55 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა.
ჰარდენმა თამაშიდან 26-დან 17 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 10-დან 7 ორქულიანი და 16-დან 10 სამქულიანი, მისი 14 საჯარიმოდან კი 11 ზუსტი იყო.
ამ შედეგით ჯეიმს ჰარდენმა ლოს ანჯელეს კლიპერსის რეკორდი მოხსნა - ეს გუნდის ისტორიაში ერთი მოთამაშის მიერ ჩაგდებული ყველაზე მეტი ქულაა. აღსანიშნავია, რომ ასეთი რეკორდი ჰარდენს ჰიუსტონ როკეტსშიც ეკუთვნის (61 ქულა ერთ მატჩში).
რაც შეეხება კლიპერსს, გუნდი 16 მატჩში 5 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა და პლეიოფის ზონის მიღმაა.