VIDEO: 8 გოლი ერთ ტაიმში - ბერლინში ისტორია დაიწერა
19 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში უნიონ ბერლინმა შტუტგარტი მიიღო, უხვგოლიან მატჩში ფრე 4-4 დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ რვავე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ამ ფაქტით კი ეს მატჩი ისტორიაში შევიდა. საქმე იმაშია, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში აქამდე პირველ ტაიმში 8 გოლი არასდროს გასულა.
განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა ლეოპოლდ ქერფელდის გოლი შორეული გასროლით, რომლითაც 3-2 გახდა ანგარიში.
უნიონი 35 ქულით ცხრილში მე-13 ადგილზეა, შტუტგარტი კი 41 ქულით მე-11 პოზიციაზეა.