გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში დერ კლასიკერი გაიმართა. მიუნხენის ბაიერნმა ალიანც არენაზე დორტმუნდი მიიღო.
მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 2-2 დასრულდა. ოთხივე გოლი მე-2 ტაიმში გავიდა.
ანგარიში 48-ე წუთზე მაქსიმილიან ბაიერმა გახსნა, 4-წუთიან მონაკვეთში 65-ე და 69-ე წუთებზე გერეიროსა და გნაბრის გოლებით ბაიერნი წინ გავიდა.
75-ე წუთზე კი ვალდემარ ანტონმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბაიერნს ბუნდესლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 69 ქულა აქვს და ლევერკუზენს, რომელმაც ასევე ქულები დაკარგა, 6 ქულით უსწრებს.