VIDEO: 960-ე გოლი კარიერაში - რონალდუმ 16-დან მე-13 ტურში შეაგდო
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა. საუდის პრო ლიგის მე-17 ტურში, დამაკთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში შეაგდო. მისმა ალ ნასრმა 2:1 მოიგო.
პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა, 50-ე წუთზე, გუნდის უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა, მიმდინარე ჩემპიონატში მე-16 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს - აივენ ტონის - 2-ით, ხოლო ჟოაუ ფელიქსს 3 გოლით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ რონალდუს პრო ლიგის წლევანდელი გათამაშების 16 ტურიდან მხოლოდ 3-ში არ აქვს გოლი გატანილი.
16 მატჩის შემდეგ, ალ ნასრმა 37 ქულა მოაგროვა და ლიდერ ალ ჰილალს 4 ქულამდე მიუახლოვდა, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
კრიშტიანუსა და მის თანაგუნდელებს მომდევნო ტურში რთული თამაში აქვთ - მე-4 ადგილოსან ალ ტაავონს ხვდებიან.