მადეირაზე უცნობმა პირმა კრიშტიანუ რონალდუს ქანდაკებას ცეცხლი წაუკიდა.
ინციდენტი ფუნშალში, პორტუგალიელი ფეხბურთელის მუზეუმის მიმდებარედ მოხდა. სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნიკით zaino.tcc.filipe გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ასხამს ქანდაკებას ადვილად აალებად სითხეს, უკიდებს ცეცხლს და შემდეგ რეპ-მუსიკის ფონზე ცეკვას იწყებს.
ვიდეოს ახალგაზრდა მამაკაცმა ასეთი წარწერა დაურთო: „ღმერთის ბოლო გაფრთხილება“.
მადეირას საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ პირს ფუნშალში წარსულშიც ჩაუდენია მსგავსი სამართალდარღვევები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მისი ვინაობის დასადგენად.