მიუნხენში, ალიანც არენაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს ბაიერნი და ლიონი დაუპირისპირდნენ.
სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მოედანზე 82 წუთი გაატარა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მაყურებელმა 3 გოლი იხილა.
53-ე და 62-ე წუთზე გატანილი გოლებით მაიკლ ოლისემ დუბლი შეასრულა, 83-ე წუთზე კი ალეხანდრო გომესმა საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძემ Sofascore-სგან 7.2 შეფასება დაიმსახურა. ქართველმა თავდამსხმელს 77-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა.
53' ოლისე 1-0
62' ოლისე 2-0
83' გომესი 2-1